2026-08-23 14:44:54
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
თავდაპირველად ინფორმაცია "მთავარმა" გაავრცელა.
მათი ცნობით, გარდაცვლილები დები არიან და ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.