3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

2026-08-23 13:49:38

მანავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და 2 მუსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა გზის პირას მაღაზიის გარეთ არსებული დახლები შეანგრია.

შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.