ბინაში ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

2026-08-16 17:12:08

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.

ადგილობრივი  მედიის ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.