2026-08-16 14:15:36
გერმანიიდან, საქსონიის აეროპორტიდან სამართალდამცავებმა ჩარტერული რეისით ათობით ადამიანი საქართველოში დააბრუნა.
მხოლოდ ლაიფციგიდან საქართველოს 27 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის რამდენიმე ფედერალური მხარიდან საქართველოში სულ 46 ადამიანი დააბრუნეს.
საქსონიიდან დეპორტირებულ ადამიანებს შორის ორი მსჯავრდებული იყო.
ინფორმაციას გერმანული მედია "saechsische.de" ავრცელებს.