რუსთავში აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით გაეთიშება

2026-08-11 17:14:43

რუსთავში წყალმომარაგება 16 საათით გაითიშება.

ინფორმაციას კომპანია ჯივიპი რუსთავი ავრცელებს.

"12 აგვისტოსს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის,  ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 12 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. 
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან 13 აგვისტოს ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქი რუსთავში: XXI მიკრო რაიონს, ლეონიძის ქუჩის N14-N32 (გარდა  N24), ჩერკასკისა და ქუთაისის ქუჩებს.
 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge",- ნათქვამია განცხადებაში