კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრრას სულ მცირე 132 ადამიანი ემსხვერპლა

2026-08-11 16:54:46

კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა და 570 კი დაშავდა.

ინფორმაციას CNN-ი კოლუმბიის დედაქალაქთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების ჯგუფები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ. ასოციაციის ცნობით, მხოლოდ ქალაქ პერეირაში 60 ადამიანი დაიღუპა.

მიწისძვრის შედეგად 86 შენობა ჩამოინგრა და შვიდმა აეროპორტმა ფუნქციონირება შეაჩერა. ჩამონგრეულ შენობებს შორისაა კალიში მდებარე საავადმყოფოს პედიატრიული და ახალშობილთა განყოფილებები.

მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ტერიტორიაზე ჯარისკაცები განათავსა. ეპიცენტრი კოლუმბიის დასავლეთით, სან ხოსე დელ პალმარში, მდებარეობდა. ბიძგები ძლიერად იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქშიც.