ქვემო ქართლში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

2026-08-05 15:16:56

მანგლისში დაკარგულ ქალს, ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალის ნათესავი ავრცელებს და წერს, რომ ქალი გუშინ მანგლისიდან გავიდა და არ დაბრუნებულა.

"სასწრაფოდ დამეხმარეთ. იძებნება თამარ ფერცულიანი. რომელიც გუშინ მანგლისიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. პოლიციას რეაგირებისთვის დრო უნდა. წუხელ შევიდა განცხადება. გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გექნებათ დამირეკეთ: 597-17-77-58",-წერს ახლობელი.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" ახლობელმა განაცხადა, ქალი ქმართან და შვილთან ცხოვრობდა.