ავტობანზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

2026-08-05 12:17:10

ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა.

შემთხვევის დროს 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.