რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება

2026-08-02 17:39:57

რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით 4 აგვისტოს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარეჯის, მშვიდობის, გაგარინის, ჯავახიშვილის, სააკაძის, მშენებელთა და მაზნიაშვილის ქუჩებზე.