2026-08-02 13:53:05
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს BMW და Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. ავტომობილები იქვე გაჩერებულ სატვირთოებს დაეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ისინი სხვა და სხვა კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების თანამშრომლები.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არკვევს.