სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაბრუნდა

2026-08-01 18:55:01

ხაშურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაბრუნდა.

როგორც "ქართლის ამბები" საკრებულოს წევრ, ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით წერს, გამოძახებაზე მიმავალ ავტომანქანას საბურავი გაუსკდა, ხოლო მოსახვევში მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ფოტო: ქართლის ამბები