2026-08-01 18:25:59
გონიოში უბედურ შემთხვევას 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოძრავი მსუბუქი ავტომობილის საბარგულიდან გადმოვარდა. მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი მგზავრობისას სწორედ საბარგულში იმყოფებოდა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.