2026-07-30 19:37:26
საფრანგეთში, ოქსიტანიის რეგიონში 11 დღეში 5 აფთიაქი გაძარცვეს. მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილების სახით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
როგორც ფრანგული მედია წერს, საქართველოს მოქალაქეებმა ჯამში 1 500 დოლარის ღირებულების მედიკამენტები და კოსმეტიკური საშუალებები მოიპარეს.
ბრალდებულები ქალაქ აჟენში დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ისინი ახლა სასამართლო სხდომის მოლოდინში არიან.
ინფორმაციას ფრანგული მედია "ladepeche.fr" ავრცელებს.