რუსთაველი მოსწავლე, თეკლა თვალიაშვილი ევროპის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

2026-07-30 17:19:31

რუსთაველი მოსწავლე, თეკლა თვალიაშვილი, ევროპის 15 წარმყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას, რუსთავის მე-N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ განაცხადა, რომ  15 ევროპულ უნივერსიტეტიდან, ლიეტუის უნივერსიტეტი- LCC international university აირჩია, სწავლის 100% დაფინანსება და გრანტი აიღო და სწავლას ჰუმანიტარულ პროგრამაზე განაგრძობს.

"ჩავაბარე IELTS - ინგლისურის საერთაშორისო გამოცდა და SAT. ვგზავნიდი უნივერსიტეტის აპლიკაციებს, ვწერდი სამოტივაციო წერილს და ვუგზავნიდი ჩემს CV-ის და სარეკოკენდაციო წერილებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან, რომლებთანაც მიმუშავია. 
 ჩემმა გამოცდილებებმა, არაფორმალურ განათლებაში დიდი გავლენა იქონია საზღვარგარეთ სწავლაზე. ასევე ბოლო 4 წელია აქტიურად ვმოხალისეობ და ჩემს ინიციატივებს ქმედებად ვაქცევ. თუმცა ესენი არ მქონდა წინასწარ დაგეგმილი საზღვარგარეთ სწავლისთვის. მე არანაირი კომპანია არ მეხმარებოდა",- განაცხადა თეკლა თვალიაშვილმა  "ინფო რუსთავთან" საუბრისას.