არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი დაჭრა

2026-07-30 15:09:28

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი არასრულწლოვანმა დაჭრა.

შემთხვევა სოფელ ხანწკში მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებს შორის დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, მოგვიანებით კი ფიზიკურში გადაიზარდა.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს