2026-07-26 20:26:04
რუსთავი-ლილოს გზაზე საწყობში ხანძარია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
დაშავებულების შესახებ შსს-ში ინფორმაცია არ შესულა.