2026-07-26 15:25:32
გურჯაანში, სოფელ კოლაგში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 38 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
"ახაკი ამბები კახეთიდან" ადგილობრივების ინფორმაციით წერს რომ, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ის სოფელში არ გამოჩენილა.
კაცს მეზობლებმა მიაკითხეს და გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დეტალებს არკვევს.