ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

2026-07-22 13:27:58

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად სასაქონლო ნიშნის.

მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, „Jack Daniel’s“-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ და ერთ-ერთი დაკავებულის საწყობში ინახავდნენ. ჩატარებული ჩხრეკისას 
სამართალდამცველებმა 22 400 ლარის ღირებულების 300 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.