2026-07-18 17:46:26
რუსთავში 19 ივლისს მოსალოდნელია ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი და დროგამოშვებით წვიმა.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ რომ მაქსიმალური ტემპერატურა + 28, ხოლო მინიმალური +21 გრადუსი.
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
"18 ივლისის დღის ბოლოდან 19 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)"- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.