რუსთაველი მოსწავლე, ზურაშვილი ზუკა უნგრეთის უნივერსიტეტში გრანტით ჩაირიცხა

2026-07-18 17:04:54

რუსთაველმა მოსწავლემ, ზურაშვილმა ზუკამ, უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის 90%-იანი, მაქსიმალური დაფინანსება მიიღო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას, რუსთავის მე-N22 საჯარო სკოლის მოსწავლემ განაცხადა, რომ მერვე კლასიდან ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 სკოლაში განაგრძო  სწავლა. ზუკა უნგრეთის, დებრეცენის მოწინავე უნივერსიტეტში University of Debrecen - ში, 90%-იანი (მაქსიმალური) დაფინანსებით ჩაირიცხა. იგი სწავლას საინჟინრო მენეჯმენტის განხრით გააგრძელებს.

"ინტერვიუ მქონდა ლექტორთან ცალკე საგნებთან დაკავშირებით,კითხვები დამისვა მათემატიკა ფიზიკაზე, რაც შედარებით რთული იყო. ასევე სტანდარტულად გავაგზავნე დოკუმენტები, CV, ნიშნები და ინგლისურის სერთიფიკატი",- განაცხადა ზუკამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას.