ქვემო ქართლში შვილმა მამა მოკლა

2026-07-17 14:15:17

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა მოკლა.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც საინფოორმაციო სააგენტო „ინფორუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.