იტალიაში ქართველი კაცი მაღაზიის ძარცვის ბრალდებით დააკავეს

2026-07-17 12:24:04

იტალიაში, საქართველოს მოქალაქე მაღაზიის ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სალაროდან 100 ევრო მოიპარა და გაქცევის მიზნით, 47 წლის თანამშრომელი გაიტაცა.

52 წლის საქართველოს მოქალაქე ძარცვის ადგილიდან მოშორებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ძარცვაში მონაწილე 47 წლის ქართველი, იტალიაში არალეგალური მიგრანტი იყო და მას მრავალი სისხლის სამართლის ბრალდება ქონდა.

ინფორმაციას იტალიური მედია "occhioallanotizia.it" ავრცელებს