ვის შეეზღუდება რუსთავში ელ. ენერგიის მიწოდება

2026-07-15 18:07:22

16 ივლისს რუსთავში აბონენტების ნაწილს ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

ინფორმაციას ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს 02:00-დან 04:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს.