2026-07-15 14:15:58
ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქციის ჩამოშლას 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და ახალგაზრდა კაცი მოიყოლა.
კაცის ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.