იტალიაში საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს

2026-07-14 12:21:40

იტალიაში 57 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. კაცი ეჭვმიტანილია უკანონო ძარცვის მცდელობაში, დაკავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და საჯარო მოხელის მიმართ ფიზიკური ძალადობის დანაშაულებში.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი სამართალდამცავებმა იმ დროს შეამჩნიეს, როცა ავტომობილის გაძარცვას ცდილობდა. მან სავარაუდოდ, გაქცევის მიზნით დანა ამოიღო და დაემუქრა ავტომობილის მეპატრონეს და პოლიციელს.

საქართველოს მოქალაქეს ალუმინის ქაღალდში გახვეული, სავარაუდოდ, არაკანონიერი წარმოშობის მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური უწყება "questure.poliziadistato.it" ავრცელებს.