საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

2026-07-14 11:28:49

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, უზბეკეთის, სუდანის, კენიის, პარაგვაის, ფილიპინების, იორდანიის, უგანდის, ლიბანის და  სხვა სახელმწიფოების - ჯამში 113 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს  საქართველოდან უკვე გაძევებულია 2203 არალეგალი მიგრანტი, რაც 2025 წლის ჯამურ მაჩვენებელს  70%-ით აღემატება",- ნათქვამია განცხადებაში.