2026-07-13 12:44:04
ქვემო ქართლის 5 ქალაქში, დმანისში, თეთრიწყაროში, ნინოწმინდაში, გარდაბანსა და მარნეულში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იგეგმება.
სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 25 184 712 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, მგფ ხუთივე ქალაქში აპირებს, რომ ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი ააშენოს, რომლებსაც 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება.
წინადადების მიღება 29 ივლის იწყება და 3 აგვისტოს მთავრდება.