ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2026-07-13 12:41:44

ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ილიას ტბიდან მომავალი მანქანა, რომელშიც კიდევ 5 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. 
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 18 წლის ბიჭი, დანარჩენმა 4-მა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.