ურთიერთშელაპარაკების დროს პოლიციელმა იარაღით კაცი დაჭრა

2026-07-10 15:23:18

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმეში გურჯაანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ფიგურირებს.

მათი ინფორმაციით, პოლიციელის მამას, საქმის გასარჩევად სოფელ ჩუმლაყიდან ვეჯინში მიაკითხეს.

მხარეებს შორის, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, პოლიციელმა მამის დაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ერთი პირი დაჭრა.

დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ მკურნალობს.
კაცს ბარძაყის არეში ნატყვიარი ჭრილობა აღენიშნება, ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პროკურატურის პრესსამსახურმა განუცხადა გამოძიება 120-ე მუხლის 1 ნაწილით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.