ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

2026-07-09 22:33:18

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევისას მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.