სატვირთო ხრამში გადავარდა

2026-07-06 22:38:51

შროშა-რიკოთის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით 32 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძება სსკ-ს 276-ე მუხლის 6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია გულისხმობს.