ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2026-07-06 21:28:59

რუსთავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფიროსმანის ქუჩაზე, ერთმანეთს "კიას" და "ჯიპის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.