2026-07-05 19:37:44
თბილისში, ვაზისუბანში კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ძლიერი ხანძარი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
მაშველებმა სახლიდან 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.