რუსთავში ბალახს ცეცხლი წაეკიდა

2026-07-05 17:15:57

რუსთავში, ქიმ-ბოჭკოს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

 

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.

 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სამგორის ქუჩაზე ხანძარი იყო.