ცეცხლმოკიდებული ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

2026-06-27 19:15:37

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ფოტო: გურია ნიუსი