ძაღლმა ქალი დაკბინა

2026-06-27 12:04:14

ვარკეთილში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ქალი დაკბინა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ძაღლს არ ეკეთა საბელი და არც ალიკაპი. მეპატრონეს საბავშვო სივრცეში ჰყავდა თავისუფლად გაშვებული.

მისივე ინფორმაციით შემთხვევისას ძაღლის მეპატრონემ სცადა ქალისა და ცხოველის გაშველება, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა.

ამ დროისთვის დაშავებულს ხელის მტევნის ზედა ნაწილზე ნაკერები აქვს და გაუკეთდა გადასხმები.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.