2026-06-27 01:23:00
რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს:
"რუსთავში დასასრულს უახლოვდება პროექტი, რომელიც მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოების გამო, 27 ივნისის დილის 08:00 საათიდან 28 ივნისის 24:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება მეგობრობის გამზირისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე.
რუსთავის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის".