2026-06-26 18:04:07
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივნისს 00:10-დან 01:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს: რუსთავში შარტავას, ჩერკასკის, ლეონიძის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში;
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.