2026-06-24 18:48:37
რუსთავში აბონენტების ნაწილს დენი 6 საათით გაეთიშება.
ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.
მათი ცნობით, 25 ივნისს 12:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს რუსთავში თბილისის, მეგობრობის, ვახუშტის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.