2026-06-24 13:13:56
რუსთავში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შუქნიშანზე გაჩერებულ "მერსედესის მარკის" მსუბუქ ავტომობილს, "მიცუბიშის" მარკის მინივენი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით "მიცუბიშის" მარკის ავტომობილის მძღოლი და მგზავრი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ადგილიდან მიმალვა სცადეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.