2026-06-21 16:19:02
გლობალურ ბირჟებზე ოქრო იაფდება.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.7%-ით არის შემცირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 7%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 25%-იანი ზრდა ფიქსირდება.
მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 1.4 დოლარით (-2%) შემცირდა და 1 უნცია 64.84 დოლარი გახდა.
საქართველოში 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 364 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯი ვერცხლი 5.5 ლარი ღირს.