როგორი ამინდია მოსალოდნელი რუსთავში 19-22 ივნისს

2026-06-19 17:06:25

რუსთავში 19-22 ივნისს მოსალოდნელია მზიანი დღეები და ამავდროულად ნალექი. 

დინოპტიკოსები მაქსიმალურ ტემპერატურას ვარაუდობენ +33 გრადუსს და მინიმალურ +19 გრადუსს. 

"19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 

მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)",- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.