2026-06-18 12:46:06
რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი და "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ავარიის ამსახველი ვიდეო-მასალა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.