2026-06-17 17:28:18
რუსთავში, მეგობრობის N11-ის პირველ სართულზე, სადაც კომპანია "მაგნიტის" ერთ-ერთი ფილიალია განთავსებული, ჭერიდან ბათქაშის ნაწილი ჩამოცვივდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. თანამშრომელტა უსაფრთხოების მიზნით მაღაზია დროებით დაიკეტა.
ცნობისთვის, აღნიშნული სამხარაულის შესაბამისი დასკვნის მიხედვით აღნიშნული შენობა ავარიულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
კორპუსს ნაწილი დაბზარულია, რაც გარე დათვალიერებითაც თვალსაჩინოა.