2026-06-16 20:48:52
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ზედგენიძის ქუჩაზე ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის და "სუბარუ"-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების სედეგად "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.