ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვის დროს მეზობელი ქალი დაიღუპა

2026-06-16 18:05:00

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქმარი ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც მეზობელი ქალი დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა, რომელზეც ქმარი ძალადობდა, დახმარება ითხოვა.

დასახმარებლად მისული მეზობელი დაპირისპირებაში ჩაერია, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
კაცი პოლიციამ ცოლზე ძალადობისათვის დააკავა.