2026-06-08 12:33:44
რუსთავში, მეგობრობის N43-ის ცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ელენე მელაძემ განუცხადა, ორი დღეა მათ ეზოში საკანალიზაციო მილია დაზიანებული, რის გამოც დატბორილია ეზო და სარდაფები.
"ორი დღეა წყალი ამოდის, სარდაფები იმ დონეზეა დატბორილი, ალბათ უკვე გადმოვა. ჯივიპიში დავრეკეთ და ორი დღეა არავინ მოსულა. კანალიზაციის მილებია დაზიანებული და გამოსაცვლელია. კორპუსის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ მერიაში განცხადება დაწერილი აქვს, მაგრამ გამოსაცვლელად არავინ მოდის",- გვითხრა ელენე მელაძემ.
საინფორმაციო სააგენტი "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია ჯივიპი რუსთავსაც, სადაც გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ და მათი ჯგუფი ადგილზე მალე მივა.