რუსთავში მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი [video]

2026-06-05 21:58:17

რუსთავში მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. [video]

"ინფო რუსთავი" იმყოფებოდა იმ სახლში სადაც მკვლელობა მოხდა. გაირკვა რომ მკვლელობის შემდეგ მოზარდმა თავად დარეკა პოლიციაში და დანაშაულის შესახებ განაცხადა. მკვლელობის მოტივად კი სავარაუდოდ სექსუალური ძალადობა სახელდება.

"53 წლის კაცი იყო ჩვენთან ქირით და ის ბავშვი ჰყავდა სტუმრად მოყვანილი. ეს კაცი იყო ხელოსანი და 15 წლის ბავშვზე ამბობდა რომ ჩემი მოწაფეაო. წუხელ ამ ბიჭმა რომ მოკლა ეს კაცი მერე გამოიძახა პატრული. ბიჭი იძახის რომ გაუპატიურება დამიპირაო და მოვკალიო", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ბინის მეპატრონემ.

შეგახსენებთ რომ მკვლელობა რუსთავში, გარეჯის ქუჩაზე წუხელ, ღამით მოხდა. 15 წლის ბიჭმა 53 წლის კაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი დაკავებულია და იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.