2026-06-01 13:33:05
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
"სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 ივნისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 ივნისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შემდგომში გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.