2026-06-01 11:19:18
ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.
გამოცემა წერს, რომ ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.